ჩემი ფინალური ნაშრომი შეეხება ნარკოტიკებს(ნარკოტიკების ანტირეკლამას) სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იაზრებს ამ პრობლემას ბოლომდე.ადამიანების უმეტესი ნაწილი ფიქრობს,რომ ნარკომანია მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანის (ნარკომანის) დანაშაულია. ამის გამო ხშირად ნარკომანიით დაავადებულები გაკიცხვის, დასჯის მსხვერპლები არიან. ეს ყველაფერი ართულებს დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. ნარკომანიით დაავადებულებს უფრო უჭირთ იმის აღიარება,რომ დამოკიდებულები არიან ნარკოტიკზე.ნარკოკანია არ გადაეცემა მემკვიდრეობით, მაგრამ ნარკომანიით დაავადებულთა ოჯახში გაზრდილი ბავშვები ხშირად ნარკოტიკების მოხმარებას იწყებენ.თუმცა,ასე ყოველთვის არ არის და რაღაც ნაწილს აგრესიაც უჩნდება ნარკომანების მიმართ.ასევე მნიშვნელოვანია მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად დაყოფის საკითხი.ოფიციალურად ნარკოტიკები არ იყოფა მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად. მსუბუქი ნარკოტიკი ასეთი ცნება არ არსებობს. ყველანაირი ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას. ზოგი მხოლოდ ფსიქიკურს,რომელიც შემდგომში გადადის უკვე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებაში ან პირიქით.ნებისმიერი მათგანი იწვევს როგორც ფსიქიკურ,ისე ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას.